Accentnews.ge
COVID-19-ის ეპიდემიის მიუხედავად, მინსკში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

COVID-19-ის ეპიდემიის მიუხედავად, მინსკში სამხედრო აღლუმი ჩატარდა

09/05/2020 11:58:56 მსოფლიო

დღეს მინსკის ცენტრში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

მასში 3 ათასამდე სამხედრომ და 150-ზე მეტმა ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ათობით ათასი მაყურებელი ადევნებდა თვლას.პრეზიდენტმა ლუკაშენკომ აღლუმს “არა ძალის დემონსტრირება, არამედ გმირული ისტორიისადმი პატივის მიგება” უწოდა, - передает БелТА.მინსკში სახალხო გართობა და კონცერტებიც იმართება.

საზეიმო ღონისძიებები ტარდება დღეს ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.საქმე ისაა, რომ ბელარუსში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 21 101 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 121 მოქალაქე, გამოჯანმრთელდა 5 484. თუმცა კრიტიკოსები ხელისუფლებას სტატისტიკური ციფრების ხელოვნურ შემცირებაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში კარანტინი არ შემოუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ნიღბებისა და რესპირატორების უკმარისობა აღიარა.

«ამ ჭკუიდან გადასულ, ორიენტაციადაკარგულ მსოფლიოში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც გაგვკიცხავენ ამ წმინდა ღონისძიების ჩატარების დროისა და ადგილის გამო. მინდა, ვუთხრა მათ ადამიანურად: ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და მით უფრო ჩვენს – გამარჯვების მემკვიდრეების, ბელორუსების გაკიცხვას. სხვაგვარად უბრალოდ არ შეგვეძლო, სხვა არჩევანი არ გვქონდა, მაგრამ რომც გვქონოდა, იგივენაირად მოვიქცეოდით!» - განაცხადა, გაზეთ «Белорусский партизан»-ის ცნობით, კრიტიკის საპასუხოდ ლუკაშენკომ.

• ორიოდ დღის წინ ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები 9 აგვისტოსთვის დანიშნა.

• რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათ შორის სამხედრო აღლუმი განუსაზღვრელი დროით გადადეს. მის ნაცვლად დღეს მსხვილ ქალაქებში ავიააღლუმები ჩატარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S