Accentnews.ge
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს მიაუხლოვდა

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს მიაუხლოვდა

09/05/2020 10:19:40 მსოფლიო

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 200 000–ს მიაუხლოვდა. ზედიზედ მე–8 დღეა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში დაავადებით 10 817 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 1 827 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 198 676.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 276 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 000 000–ს გადააჭარბა, 1 395 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 626 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 297 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S