პანდემიის მიუხედავად, მინსკში ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს (ფოტო)
09/05/2020 10:00:41 მსოფლიო
პანდემიის მიუხედავად, ბელარუსში, მინსკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა. ღონისძიებაში დაახლოებით, 3 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ადგილზე იყო 36 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 150 ერთეული მძიმე ტექნიკა. დღეს პირველად საჯაროდ გამოიტანეს სარაკეტო სისტემა Fleita. ღონისძიებაზე მეორე მსოფლიო ომის ტანკი T-34-85 გამოიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერე ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება "უბრალოდ ვერ გააუქმებს აღლუმს", რადგან "ეს ემოციური, ღრმად იდეოლოგიური ღონისძიებაა".
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში ახალი კორონავირუსი 21 101 ადამიანს დაუდასტურდა. 121 პაციენტი გარდაიცვალა. 5 484 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


