იტალიაში დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა
08/05/2020 14:52:37 საზოგადოება
იტალიაში დედამ შვილის მიერ დაზიანებული მემორიალის გასუფთავებისთვის ნებართვა ითხოვა. ამის შესახებ იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტიმ განაცხადა.

„სამაგალითო საქციელია: მან საკუთარი შვილი სკოლის დირექტორთან ამხილა და ზიანის ანაზღაურების ნებართვა ითხოვა. მემორიალი მისი დახმარებით გასუფთავდა“, - განაცხადა მერმა.
ცნობისთვის: პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე წარწერა „ზაოდი“ იყო გაკეთებული.


