Accentnews.ge
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები მთავრობას კრიზისის დაძლევის გეგმას სთავაზობენ

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები მთავრობას კრიზისის დაძლევის გეგმას სთავაზობენ

08/05/2020 14:38:46 ეკონომიკა

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ და გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტის შექმნას მოითხოვენ.

მიმართვაში ჩამოყალიბებულია კრიზისის დაძლევის გეგმა:

  • კულტურის სფეროში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი იქნან უმუშევრობის და სხვა სოციალური სარგებელით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შტატგარეშე დასაქმებულ ადამიანებსა და თვითდასაქმებულებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ახალგაზრდებს, უმცირესობებს.
  • გადაუდებელი დახმარება გაეწიოს კულტურის სფეროში დასაქმებულ, როგორც ინსტიტუციონალიზებულ, ასევე დამოუკიდებელ სპეციალისტებს; აგრეთვე მცირე და საშუალო შემოქმედებით გაერთიანებებს საგადასახადო შეღავათების, სესხების, მიკრო-კრედიტების, ზარალის ანაზღაურების სახით.
  • საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა- საშემოსავლო და ქონების გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;საპენსიო გადასახადის შენატანის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
  • საბანკო სესხების შეჩერების გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ან სანამ ბიზნესები სრული დატვირთვის არ ამოქმედდება;
  • საკრედიტო დახმარება არსებულ ბიზნეს ერთეულებს კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას ( დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, როდესაც 90% სესხის გარანტიას იძლევა “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფრაგლებში);იჯარის ⅓ სუბსიდირება და მეიჯარეებისთვის დარიცხული გადასახადების გადავადება.
  • შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის გადასარჩენად შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტი.

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები გადაწყვეტილებაზე მიმღებ პასუხისმგებელ პირებს დაუყოვნებლივ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S