Accentnews.ge
აშშ-ის ეკონომიკამ აპრილში 20,5 მლნ სამუშაო ადგილი დაკარგა

აშშ-ის ეკონომიკამ აპრილში 20,5 მლნ სამუშაო ადგილი დაკარგა

08/05/2020 14:42:47 მსოფლიო

აპრილის განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკამ რეკორდული 20,5 მლნ სამუშაო ადგილი დაკარგა, რაც “დიდი დეპრესიის” დროიდან, ბოლო 90 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი მაჩვენებელია. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 14,7%-მდე გაიზარდა, რაც ასევე ყველაზე უარესი მაჩვენებლია მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროიდან, - იუწყება სააგენტო “Reuters”.ამასთან, 2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ხელახალ არჩევას ხელი შეუშალოს, - აღნიშნავს სააგენტო.

ცნობისთვის: სადღეისოდ ამერიკაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 მლნ 290 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, 76 537 ადამიანი გარდაიცვალა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მოდელირება, რომლის შედეგებს არაერთხელ დაჰყრდნობია თეთრი სახლი, აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოსთვის გარდაცვლილების რაოდენობამ შესაძლოა, 134 ათასს მიაღწიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S