
ალხანიშვილი სტომატოლოგიურ მომსახურეობაზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს
08/05/2020 13:59:58 ეკონომიკა
სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ ალხანიშვილის სტომატოლოგიურ მომსახურეობაზე ფასების ზრდას არ გამორიცხავს.
როგორც ალხანიშვილი განმარტავს, ჰიგიენური საშუალებების ფასები პანდემიის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.
„ფასზე გავლენას სავარაუდოდ, მოახდენს, ვინაიდან ზოგადად ინფლაციის დონეც გასათვალისწინებელია და ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასმა მოიმატა და ეს საშუალებები ჩვენ ძალიან ბევრი გვჭირდება.
შესაბამისად, ფასნამატი იქნება, მაგრამ არა დრამატული და ძალიან მნიშვნელოვანი. მანიპულაციების შესაბამისად, არის მაღალი რისკის შემცველი მანიპულაციები, სადაც უფრო მაღალი დაცვის საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და დაბალი რისკის მანიპულაციები, სადაც სხვა საშუალებებს ვიყენებთ, რომელსაც დანახარჯი ნაკლები აქვს“, – აღნიშნა ზურაბ ალხანიშვილმა.
იხილეთ ასევე: გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესი იწყება