Accentnews.ge
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

08/05/2020 08:39:25 მსოფლიო

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სომხური მედიის ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა პროსამთავრობო კოლეგებს მოუწოდა, არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა ოპონენტებისთვის.

ამას მარუკიანსა და მმართელი პარტიის წარმომადგენელ სასუნ მიქაელიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S