Accentnews.ge
ზედიზედ მე–7 დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს

ზედიზედ მე–7 დღეა, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს

08/05/2020 08:21:38 მსოფლიო

ზედიზედ მე–7 დღეა, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000–ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 10 699 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით 1723 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 187 859.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 270 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 900 000–ს გადააჭარბა, 1 350 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S