Accentnews.ge
სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა

08/05/2020 07:50:07 მსოფლიო

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ვირუსით 145 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–მა 43 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 3029, გამოჯანმრთელებულია 1218.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 270 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 900 000–ს გადააჭარბა, 1 350 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S