Accentnews.ge
ქობულეთის საკარანტინო ზონებში შეზღუდვები მოიხსნა

ქობულეთის საკარანტინო ზონებში შეზღუდვები მოიხსნა

08/05/2020 07:51:08 რეგიონები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო ზონებში დღეიდან შეზღუდვები მოიხსნა.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, შეზღუდვების შერბილებისა და მოხსნის საფუძველი რეგიონში არსებულმა სიტუაციამ შექმნა.

დილიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე მოხდა საკონტროლო-გამშვები პუნქტის დემონტაჟი. სრულად აღდგა ოთხ სოფელში საავტომობილო მოძრაობაც.

როგორც მირიან ქათამაძემ აღნიშნა, პრევენციისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 33 788, ხოლო ტესტირება 520 პირს ჩაუტარდა.

„მეორე საინკუბაციო პერიოდი უახლოვდება დასასრულს. 28 დღე გადის პირველი ინფექციის დაფიქსირებიდან და ახალი შემთხვევები ერთ კვირაზე მეტია, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით აღარ გვაქვს“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S