Accentnews.ge
ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდა

08/05/2020 05:49:53 მსოფლიო

ირანში მომხდარ 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ დამავანდთან ახლოს, თეირანიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 00:48 საათზე მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თეირანსა და ახლომდებარე ქალაქებში იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკანური მთა დამავანდის სამხრეთით დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S