თურქეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა შედარებით შემცირდა
07/05/2020 19:45:45 მსოფლიო
თურქეთში Covid-19–ით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა შედარებით შემცირდა. 7 მაისს დაავადებით 57 ადამიანი გარდაიცვალა, 6 მაისს – 59, 5 მაისს – 64.
ბოლო ერთი კვირაა, იკლებს ინფიცირების დღიური მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19–ით 1 977 მოქალაქე დაინფიცირდა.
ყოველ შაბათ–კვირას თურქეთში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების დროიდან 3 641 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირდა 133 721 მოქალაქე.


