2019-nCoV-ის შესაძლო წარმომავლობა: ჩინელი მეცნიერების აკრძალული სტატია
07/05/2020 17:42:26 მსოფლიო
2020 წლის 8 დეკემბერს სამხრეთ ჩინეთის ტენოლოგიური უნივერსიტეტის (გუანჩჟოუ) სინთეტიკური ბიოლოგიისა და მედიცინის გაერთიანებული საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორიის მკვლევარმა ბოტაო სიაომ და უჰანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლეი სიაომ გამოაქვეყნეს სტატია ახალი კორონავირუსის შესაძლო წარმომავლობის თაობაზე.მეორე დღეს სტატია ვებ-გვერდიდან წაიშალა: იგი არ მოეწონა ბევრს არა მარტო ჩინეთში, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშიც. თუმცა ამონარიდებს ამ აწ უკვე წაშლილი მასალიდან ექვსჯერ ვხვდებით “ხუთი თვალის” სახელწოდებით ცნობილი საერთაშორისო სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ ცოტა ხნის წინ მომზადებულ დოსიეში. სტატია მასში ამგვარადაა კომენტირებული: “[…] მკვლევარები მიდიან დასკვნამდე, რომ “მკვლელი კორონავირუსი სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან მომდინარეობს და შესაძლოა, საჭირო გახდეს მაღალი რისკის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უსაფრთხოების დონის გაზრდა». თავად ავტორი – ბ-ნი ბოტაო ირწმუნება, რომ სტატიის გაწვევის მიზეზად “პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობა იქცა”. თუმცა როგორც მეცნიერი იანჩჟუნ ხუანი აღნიშნავს, სტატიაში მოყვანილი დასკვები არც ერთ მის კოლეგას მართალია, არ დაუდასტურებია, თუმცა არც უარყვია».
“აქცენტი” ჩინელი მეცნიერების აკრძალული სტატიის რუსულენოვანი (ანდრეი ილარიონოვის მიერ მომზადებული) ვერსიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:
"2019-nCoV კორონავირუსმა ჩინეთში გამოიწვია ეპიდემია, რომლის დროსაც 2020 წლის 6 თებერვლისთვის ქვეყანაში ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 28060 შემთხვევა და 564 ლეტალური შედეგი იყო აღრიცხული. ვირუსის ორი აღწერა, რომელიც მიმდინარე კვირას “Nature”-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ პაციენტებისგან მიღებული გენომის თანმიმდევრობები 96% ან 89%-ით იდენტურია კორონავირუს Bat CoV ZC45-ისა, რომელიც თავდაპირველად Rhinolophus affinis-ში (ღამურის სახეობა) აღმოაჩინეს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას, საიდან გაჩნდა ეს შტამი და როგორ გადაედო ვირუსი ადამიანს.
“The Lancet”-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 41 უჰანელ პაციენტს მწვავე რესპირატორული სინდრომი აღმოაჩნდა, ამასთან, 27 მათგანს კონტაქტი ჰქონდა ზღვის პროდუქტების ბაზარ ხუანანთან. ვირუსი 2019-nCoV აღმოჩნდა ეპიდემიის დაწყების შემდეგ ამ ბაზარში აღებული 585 სინჯიდან 33-ში. გაჩნდა ეჭვი, რომ ეპიდემიის წყარო სწორედ ეს ბაზარი იყო, ამიტომაც იგი საკარანტინე წესების შესაბამისად დახურეს.
ღამურები, რომლებიც CoV ZC45-ის მატარებლები არიან, თავდაპირველად იუნნანის და ჩჟეცზიანის პროვინციებში იპოვეს, რომლებიც ხსენებული ბაზრიდან 900-ზე მეტ კილომეტრში მდებარეობს. ღამურები, როგორც წესი, გამოქვაბულებში ან ხეებზე ბინადრობენ. ბაზარი კი უჰანის მჭიდროდ დასახლებულ რაიონშია განთავსებული, სადაც დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ალბათობა იმისა, რომ ღამურებმა ამდენი იფრინეს და ბაზრამდე ჩააღწიეს, ძალზე დაბალია. მუნიციპალური მოხსენებების, 31 ადგილობრივი მცხოვრებისა და ბაზრის 28 კლიენტის ჩვენებების თანახმად, ღამურებს ამ ქალაქში არასოდეს ჭამდნენ და ისინი არც ამ ბაზარში გაყიდულა. კორონავირუსის ბუნებრივი რეკომბინაცია ან შუალედური პატრონის არსებობა შესაძლებელია, თუმცა საამისოდ ჯერ-ჯერობით მტკიცებულებების საკმარისი რაოდენობა არ არის.
არსებობდა სხვა შესძლო გზა? ჩვენ ბაზრის ირგვლივ ტერიტორია გამოვიკვლიეთ და განვსაზღვრეთ ორი ლაბორატორია, რომელიც ღამურების კორონავირუსებს იკვლევდა.
ბაზრიდან დაახლოებით 280 მეტრში მდებარეობს უჰანის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი (WHCDC). WHCDC ცხოველებს კვლევის მიზნით ათავსებდა ლაბორატორიებში, რომელთაგან ერთ-ერთი პათოგენების შეგროვება-იდენტიფიცირებაზე სპეციალიზდებოდა. ერთ-ერთი ასეთი კვლევისთვის 155 ღამურა (Rhinolophus affinis-ის ჩათვლით) ჰუბეის პროვინციაში დაიჭირეს, კიდევ 450 – პროვინცია ჩჟეცზიანში. ღამურების ჭერის ექსპერტი ყვება, რომ ერთხელ ცხოველები თავს დაესხნენ და მის კანზე ღამურის სისხლი მოხვდა. მან იცოდა საფრთხის შესახებ და 14-დღიან თვითიზოლაციაში მოითავსა თავი. კიდევ ერთი ინციდენტის დროს მის კანზე ღამურების შარდი აღმოჩნდა – და საჭირო გახდა რიგით მეორე თვითიზოლაცია....

დაჭერილ ცხოველებს უტარებდნენ ქირურგიულ ოპერაციებს, მათი ქსოვილების ნიმუშები კი იკრიბებოდა დნმ-ისა და RNA-ს (რიბუნოკლეინის მჟავა – სამი ძირითადი მაკრომოლეკულიდან ერთ-ერთი) გამოყოფისა და სეკვენირების მიზნით. ქსოვილების ნიმუშები და ინფიცირებული ნარჩენები, რომლებიც პათოგენების წყაროებს წარმოადგენდა, ზღვის პროდუქტების ბაზრიდან სულ რაღაც 280 მეტრში აღმოჩნდა.
WHCDC ასევე გაერთინებული ჰოსპიტალის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც ამ ეპიდემიის დროს ექიმების პირველი პარტია დაინფიცირდა. სრულიად შესაძლებელია, ვირუსმა გაჟონა და ზოგიერთმა ექიმმა ამ ეპიდემიის პირველი პაციენტები დააინფიცირა. თუმცა შემდგომი მოკვლევისთვის საჭიროა მყარი მტკიცებულებები.
მეორე ლაბორატორია ბაზრიდან დაახლოებით 12 კმ-ში მდებარეობს. იგი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის. როგორც ამ ლაბორატორიაში განაცხადეს, ჩინური ნალცხვირა ღამურა ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს კორონავირუს SARS-CoV-ისთვის, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს (2002-2003 წ.წ. პანდემია გამოიწვია). ლაბორატორიის მთავარი მკვლევარი მონაწილეობდა პროექტში, რომლის ფარგლებშიც SARS-CoV-ისადმი გენეტიკური უკუმიდგომის მეშვეობით ხდებოდა ქიმერული ვირუსის გენერირება და გაკეთდა განცხადება ამ ვირუსის ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობის თაობაზე.
[ჩვენი] პირდაპირი ვარაუდი იმაში მდგომარეობს, რომ SARS-CoV ან მისგან წარმოებული ვირუსი შესაძლოა, ლაბორატორიიდან გაპარულიყო.
ამგვარად, ვიღაც გარეულია კორონავირუს 2019-nCoV-ის ევოლუციის ისტორიაში. ვირუსის წარმომავლობის შუალედური პატრონის მეშვეობით ბუნებრივი რეკომბინაციის შესახებ ვერსიასთან ერთად, არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, მკვლელი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან წარმოიშვა. მაღალი ალბათობით, მაღალი რისკის ლაბორატორიებში საჭირო იქნება უსაფრთხოების დონის გაზრდა. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ამ ლაბორატორიების გადატანა საქალაქო ცენტრებისგან და სხვა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებისგან მოშორებით”.


