Accentnews.ge
ევროკავშირის კვლევა – პანდემიის დაწყების შემდეგ ევროპაში თავს მარტოსულად 5-ჯერ მეტი ახალგაზრდა გრძნობს

ევროკავშირის კვლევა – პანდემიის დაწყების შემდეგ ევროპაში თავს მარტოსულად 5-ჯერ მეტი ახალგაზრდა გრძნობს

07/05/2020 15:27:32 მსოფლიო

პანდემიის დაწყების შემდეგ ევროპაში თავს მარტოსულად 5-ჯერ მეტი ახალგაზრდა გრძნობს.

ევროკავშირის სააგენტოს (საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ევროპული ფონდი) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ევროპაში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა (35 წლამდე ასაკის) აცხადებს, რომ თავს მარტოსულად გრძნობს.

სააგენტოს ცნობით, კვლევაში მონაწილეობა ევროპის მასშტაბით 85 000 ადამიანმა მიიღო. შედეგების მიხედვით, გამოკითხულ ახალგაზრდა რესპონდენტთა 20%–მა განაცხადა, რომ თავს მარტოსულად გრძნობს. პანდემიამდე ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში აღნიშნული მაჩვენებელი 4% იყო.

„გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო ახალგაზრდები თავს უფრო მეტად დაზარალებულად გრძნობენ, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები“, – აცხადებენ ევროკავშირის სააგენტოში.

ცნობისთვის: Covid-19–მა აშშ–ის შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანი ევროპაში იმსხვერპლა. ევროპის რიგ ქვეყნებში მკაცრი შემზღუდველი ზომები ამ დრომდე მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S