Accentnews.ge
ოპერშტაბი მოსკოვში დაახლოებით 93 ათას, მერი კი 300 ათასამდე ინფიცირებულზე საუბრობს

ოპერშტაბი მოსკოვში დაახლოებით 93 ათას, მერი კი 300 ათასამდე ინფიცირებულზე საუბრობს

07/05/2020 14:32:13 მსოფლიო

მოსკოვში ახალი ტიპის კორონავირუსით დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, ანუ დედაქალაქის მაცხოვრებელთა 2-2,5%-ია ინფიცირებული, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სქრინინგული კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით.

ოპერატიული შტაბის მხრიდან კი დღესვე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 92.676 შემთხვევაა აღრიცხული.

«ეს არა ინფიცირებულების, არამედ გამოვლენილი დაავადებულების რაონოდებაა და ის, რომ ჩვენ ისინი გამოვავლინეთ, მინუსი კი არა, დიდი პლუსია, რადგან ნათელია, რომ ქალაქში დაავადებული რეალურად გაცილებით მეტია. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვრიცხოთ ეს ხალხი კარანტინში მოსათავსებლად, რათა მათ სხვები არ აინფიცირონ და თუ აუცილებელია, მკურნალობა დავუნიშნოთ, რომ მძიმე მდგომარეობამდე არ მიდიოდნენ», - ასე განმარტა ციფრებში ეს ფაქტობრივად სამმაგი სხვაობა სობიანინმა ტელეკომპანია “Россия 24”-ის ეთერში დასმული კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის: დღეს გამოცხადდა, რომ 12 მაისიდან მოსკოვში ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება აუცილებელი გახდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S