„რემდესივირი“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად იაპონიამაც დაამტკიცა
07/05/2020 13:25:35 მსოფლიო
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად „რემდესივირი“ დაამტკიცეს,– იუწყება „ალჯაზირა“.
ეს პირველი პრეპარატია, რომელიც იაპონიამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ოფიციალურად დაამტკიცა.
კომპანია „გილეადის“ მედიკამენტი „რემდესივირი“ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. საქართველოში არის მოლოდინი. რომ მედიკამენტი მაისის ბოლოსთვის შემოვა.


