Accentnews.ge
ტურისტული ადგილები, რომელთაც საქართველო კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ზონებად განიხილავს

ტურისტული ადგილები, რომელთაც საქართველო კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ზონებად განიხილავს

07/05/2020 13:07:51 ეკონომიკა

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი ნებადართული იქნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მიღებას შეძლებს.

როგორც პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 7 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს კოვიდ-19-ისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები.

„ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები“,– განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდება:

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინსიტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S