Accentnews.ge
რა მიმართულებით გეგმავს საქართველო ფრენების აღდგენას

რა მიმართულებით გეგმავს საქართველო ფრენების აღდგენას

07/05/2020 12:25:01 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს, მათ შორის – ევროკავშირის წევრებთან, თუმცა ამ ეტაპზე ელის, რომ ტურისტების პირველი ნაკადი ქვეყანაში მაინც რეგიონიდან შემოვა.

„პირველ ეტაპზე, უნდა აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებებით, რომლებიც გვქონდა. „აირზენასთან“ ვსაუბრობთ, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ. „აირზენას“ შემთხვევაში ეს სულ მცირე 2 მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც უკვე დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება ტურისტები შემოიყვანონ საქართველოში. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან და ახლო კავშირში ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, საიდანაც ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა. თუმცა, ყველაზე რეალისტურია, რომ ყველაზე მეტი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ, ეს კოვიდამდეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება იყო და მათთვის უფრო მარტივია იმიტომ, რომ არამხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოვიდნენ. ჩვენ ყველა უსაფრთხო დერეფნის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ, რეგიონის ქვეყნების ტურისტების შემოსვლას ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს უახლოეს პერიოდში ევროპელი ტურისტებიც შემოვიყვანოთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: როგორც დაანონსდა, ქვეყანა შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან გაიხსნება, საერთაშორისო ტურისტების მიღებას კი 1 ივნისიდან შეძლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S