Accentnews.ge
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – თურნავას განმარტება

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – თურნავას განმარტება

07/05/2020 12:14:02 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ სილამაზის სალონები მალე გაიხსნება და აღნიშნავს, რომ გახსნის წინაპირობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა იქნება.

„სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, მცირე ბიზნესი და ჩვენ სწორედ მცირე ბიზნესს ვეხმარებით ყველანაირად და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ინდუსტრიის გახსნა უფრო ადრე გადმოვწიეთ და არ გავა ბევრი დრო, სანამ სილამაზის სალონებს გავხსნით, მაგრამ აქ ისევე როგორც მოლებში, კაფეებში, რესტორნებში, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და რისკი, ამიტომ კიდევ მეტი დრო გვინდა, რომ შევამოწმოთ და ვნახოთ მათი მზადყოფნა და ყველა, მეც, თქვენც, მთელი საქართველო მეტად იყოს დაცული. მე კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან და ისინი ძალიან პასუხისმგებლიანად ემზადებიან ამისთვის“, - განაცხადა მინისტრმა თემის კომენტირებისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S