Accentnews.ge
თურნავა  – ტურისტულ დერეფნებზე: „ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“

თურნავა  – ტურისტულ დერეფნებზე: „ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“

07/05/2020 12:08:24 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მზადაა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მათ შორის რუსი ტურისტებიც მიიღოს. ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, რამდენად უსაფრთხო იქნება რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება.

მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მანამდე კი პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნეს, რომ მეზობელ ქვეყნებან მოლაპარაკებით უსაფრთხო დერეფნები შეიქმნება.

„ტურისტული კორიდორების შექმნა გულისხმობს უსაფრთხო კორიდორების შექმნა. თვითონ ტურისტული კორიდორების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს კორიდორები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხევდრი ქვეყნისთვის. ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს,“- აცხადებს ნათია თურნავა.

როგორც დაანონსდა, საქართველო საერთაშორისო ტურისტებს 1 ივლისიდან მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S