Accentnews.ge
„არ ველით, რომ 2020 წელი ბიზნესში წარმატებული იქნება – ეს იქნება გადარჩენის წელი“

„არ ველით, რომ 2020 წელი ბიზნესში წარმატებული იქნება – ეს იქნება გადარჩენის წელი“

07/05/2020 11:29:36 ეკონომიკა

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ 7 მაისს წარდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ „გადარჩენის შანსები“ გაზარდა, თუმცა დიდი მნიშვნელობა ექნება შემდგომ კომუნიკაციას.

„რეგიონებში განთავსებული პატარა სასტუმროების შემთხვევაში 80% სესხების ფიზიკურ პირზეა გაცემული და მათი იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება...

რეალურად, დღეს სარესტორნო ბიზნესმა ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქონების გადასახადი, რაც მოიხსნა; სესხების პროცესტის თანადაფინანსებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რაც არ უნდა ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, როცა ჩვენ 1 ივლისს გავიხსნებით, სტუმრების ის რაოდენობა, როგორც ზოგადად იყო ივლისისთვის დამახასიათებელი, საქართველოში ნამდვილად არ ჩამოვა.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავად თარიღის – 1 ივლისის დასახელება. ამ კონკრეტული დღის გაჟღერებას ველოდით, რომ პარტნიორებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, როდიდან შეუძლიათ საქართველოს პაკეტების გაყიდვა. დღეიდან ჩვენ 24–საათიან რეჟიმში მუშაობას ვიწყებთ, რომ არ მოხდეს ისე, რომ 1 ივლისს უბრალოდ კარი გავხსნათ. მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ ვიზიტორები. თუმცა მოლოდინი არ გვაქვს, რომ წლევანდელი წელი ბიზნესში წარმატებული იქნება: ვთვლით, რომ 2020 წელი იქნება გადარჩენის წელი – ვინც გადარჩება ამ კონკრეტულ ბიზნესში, ის იქნება ძალიან მაგარი“,– აცხადებს ალავერდაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S