Accentnews.ge
დაღესტანში თვითიზოლაციაში მყოფმა 96 წლის ვეტერანმა კარი შეადუღაბა და მისალოცად მისულ მერს შინ არ უშვებდა

დაღესტანში თვითიზოლაციაში მყოფმა 96 წლის ვეტერანმა კარი შეადუღაბა და მისალოცად მისულ მერს შინ არ უშვებდა

07/05/2020 11:00:27 მსოფლიო

დიდი სამამულო ომის გმირი, 96 წლის იბრაგიმ-ფაშა სადიკოვი, რომელიც დაღესტნის ხელმძღვანელობის ბრძანების თანახმად თვითიზოლაციაში იმყოფება, ნახევარი საათის განმავლობაში სახლში არ უშვებდა მახაჩყალის მერ სალმან დადაევს, რომელსაც მისთვის გამარჯვების 75-ე წლისთავის მილოცვა და ერთჯერადი დახმარების გადაცემა სურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვეტერანმა სახლის კარი შეადუღაბა, მცირედ საკვებს კი, რომელსაც მოიხმარს, პერიოდულად ბაწრისა და კალათის მეშვეობით ფანჯრიდან აწვდიან.

იხილეთ ასევე: დაღესტანში ხალხი უდიაგნოზოდ იღუპება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S