Accentnews.ge
ბაგრატიანი: “ვოცნებობ, გახარია ჩამოვიდეს, 2 კვირით მაინც გახდეს ჩვენი პრემიერი და გვაჩვენოს, როგორ უნდა ებრძოლო ეპიდემიას”

ბაგრატიანი: “ვოცნებობ, გახარია ჩამოვიდეს, 2 კვირით მაინც გახდეს ჩვენი პრემიერი და გვაჩვენოს, როგორ უნდა ებრძოლო ეპიდემიას”

07/05/2020 10:50:08 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული ვითარება სომხეთში “უბრალოდ კატასტროფულია”, - თვლის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გრანტ ბაგრატიანი.

საავტორო ტელეგადაცემა «PRESSING»-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მარტის შუა რიცხვებში შემოიღეს, როცა სულ 18 ინფიცირებული იყო აღრიცხული, სადღეისოდ კი უკვე 2600-ზე მეტია, ანუ 50 დღის განმავლობაში დაავადებულთა რაოდენობა თითქმის 146-ჯერ გაიზარდა.

“15 მარტის მდგომარეობით, მსოფლიოში 156 000 ინფიცირებული იყო აღრიცხული, დღეს 3.5 მილიონზე მეტია. 15 მარტს ყოველ 100 000 ადამიანზე მსოფლიოში 2 ინფიცირებული მოდიოდა, სომხეთში - 0,4. დღეს კი თუ მსოფლიოში ყოველ 100 000 ადამიანზე 46 დაავადებული მოდის, სომხეთში – 91, ანუ, მთელს მსოფლიოს “გადავასწარით”! ახლა ვნახოთ, რა ხდება მეზობელ საქართველოში: 15 მარტს ქვეყანაში 35 ინფიცირებული იყო გამოვლენილი, მაშინ, როცა სომხეთში 18 გვყავდა, სადღეისოდ კი ამ მხრივ საქართველოში ვითარება 7-ჯერ უმჯობესია, ვიდრე ჩვენთან! 1990-იან წლებში, როცა საქართველო ენერგეტიკული სისტემის მართვას ვერ ახერხებდა, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ქართველი კოლეგის კაბინეტში მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის გამოსწორებას ცდილობდა. დღეს ვოცნებობ, რომ [საქართველოს პრემიერ-მინისტრი] გახარია ორი კვირით მაინც ჩამოვიდეს სომხეთში და დაიკავოს პრემიერის პოსტი, რათა აჩვენოს ჩვენებს, როგორ უნდა ებრძოლონ ეპიდემიას», - დასძინა ბაგრატიანმა.

7 მაისის დილის მდგომარეობით, სომხეთში 2782 ინფიცირებული იყო აღრიცხული, საქართველოში – 615. დილით სომხეთში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S