Accentnews.ge
შეზღუდვები, რომლებიც 11 მაისიდან შემსუბუქდება

შეზღუდვები, რომლებიც 11 მაისიდან შემსუბუქდება

07/05/2020 10:20:15 ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

„11 მაისიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულად გაიხსნება. საუბარია ქალაქში შესვლისა და გასვლის უფლებაზე და არა „კომენდანტის“ საათზე.

14 მაისიდან სრულად გაიხსნება მომოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, ხოლო 18 მაისს - მარნეულში.

გახარია ამბობს, რომ ეპიდვითარება მსგავსი შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვას ელემენტარული წესები – პირბადე, ჰიგიენის წესები, სოციალური დისტანცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S