ბელარუსიდან რუს ჟურნალისტებს აძევებენ
07/05/2020 10:13:26 მსოფლიო
ბელარუსის ხელისუფლებამ რუსეთის ტელევიზიის “პირველი არხის” გადამღებ ჯგუფს აკრედიტაცია გაუუქმა, კორპუნქტის ორი თანამშრომელი კი ქვეყნიდან გააძევა, - განუცხადეს «Интерфакс»-ს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მიზეზად დასახელდა სიუჟეტი ბელარუსში კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით არსებული ვითარების თაობაზე, რომელიც, მინსკის შეფასებით, “ფეიქურ ინფორმაციას შეიცავდა”.
«მინსკის ამ ქმედებას სრულიად უსაფუძვლოდ მივიჩნევთ», — განაცხადეს არხის წარმომადგენლებმა.
თავად სიუჟეტში, რომელიც არხის ვებ-გვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ბელარუსის მაცხოვრებლები ოფიციალურ სტატისტიკას არ ენდობიან. სიუჟეტი შეიცავს კადრებს ახალი საფლავების სიმრავლით, რომლებიც, როგორც სიუჟეტის ავტორები ირწმუნებიან, ბელარუსში არსებულ ერთ-ერთ სასაფლაოზეა გადაღებული.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტელევიზიის “პირველი არხი” ავრცელებდა დეზინფორმაციას და “გამიზნულად ძვრებოდა ბელარუსის შიდა საქმეებში”.
მაშინ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა “ეხო მოსკვის”, რომ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თუმცა რუსული მედიის მიერ ბელარუსში მოვლენების გაშუქების თემა არ განხილულა.


