Accentnews.ge
მოხუცმა ცოლ–ქმარმა, რომელთაგან ერთ–ერთს ცალი ფილტვი არ აქვს, N-95 ტიპის რესპირატორი მედიკოსს გაუგზავნა

მოხუცმა ცოლ–ქმარმა, რომელთაგან ერთ–ერთს ცალი ფილტვი არ აქვს, N-95 ტიპის რესპირატორი მედიკოსს გაუგზავნა

07/05/2020 09:32:34 მსოფლიო

აშშ–ში, კანზასის შტატში მცხოვრებმა ყოფილმა ფერმერმა ნიუ–იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ფოსტით წერილი და ერთი ცალი N-95 ტიპის რესპირატორი გაუგზავნა.

„მე ვარ ყოფილი ფერმერი. ჩემს მეუღლეს არ აქვს ცალი ფილტვი და პერიოდულად პრობლემები დარჩენილ ფილტვზეც აღენიშნება. გარდა ამისა, მას დიაბეტიც აქვს. ორივე 70 წელს გადაცილებულები ვართ და გულწრფელად რომ გითხრათ, მეუღლეზე ვღელავ. ჩემი ფერმერული ცხოვრებიდან მაქვს შემორჩენილი 5 N-95 ტიპის რესპირატორი. მსურს, სოლიდარობის ნიშნად ერთ–ერთი ნიუ–იორკის მედდას ან ექიმს გადავცე. რესპირატორი ახალია, იგი გამოყენებული არ ყოფილა. თუ შეძლებთ, გადაეცით ეს ნიღაბი ნიუ–იორკის შტატის ექიმს ან ექთანს“, – წერს დენის რუნკე გუბერნატორისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილს კუამო გამოეხმაურა, ყოფილი ფერმერს „ღირსეული საქციელისთვის“ მადლობა გადაუხადა და მაგისტრის ხარისხით დააჯილდოვა.

„რა ღირსეულია რუნკეს საქციელი. სწორედ ასეთი სიყვარული, მამაცობა, სულგრძელობა ალამაზებს ამ ქვეყანას“, – აცხადებს კუამო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში N-95 ტიპის რესპირატორის დეფიციტია.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19–ით დაღუპულთა რაოდენობამ 74 000–ს გადააჭარბა, ინფიცირებულია 1 263 224, გამოჯანმრთელებულია 213 109. დაავადებამ ნიუ–იორკის შტატში 20 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 265 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 820 000–ს გადააჭარბა, 1 304 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S