Accentnews.ge
რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთისა და გერმანიის მონაცემებს გადააჭარბა

რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთისა და გერმანიის მონაცემებს გადააჭარბა

07/05/2020 08:18:29 მსოფლიო

რუსეთმა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთისა და გერმანიის მონაცემებს გადააჭარბა. ზედიზედ მე–6 დღეა, რუსეთში დღე–ღამის განმავლობაში დაავადების 10 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 11 231 ადამიანი დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დაავადებით ინფიცირებულია 177 160 ადამიანი, საფრანგეთში – 174 191, გერმანიაში – 168 162.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 265 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 820 000–ს გადააჭარბა, 1 304 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S