Accentnews.ge
"საქართველოს მთავრობას ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღებული ვალდებულება სრულად აქვს გააზრებული"

"საქართველოს მთავრობას ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღებული ვალდებულება სრულად აქვს გააზრებული"

07/05/2020 06:41:50 საგარეო პოლიტიკა

"საქართველოს მთავრობას ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღებული ვალდებულება სრულად აქვს გააზრებული", – ნათქვამია გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩ სოფიო ქაცარავას სტატიაში, რომელსაც "The Telegraph" აქვეყნებს.

„საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს თანამედროვე მსოფლიოს შესახებ საერთო პრინციპები და ფასეულობები აერთიანებს. მათ ესმით ძლიერი ჩარდილო-ატლანტიკური ალიანსისა და მჭიდრო ტრანს-ატლანტიკური კავშირების მნიშვნელობა, რაც დემოკრატიის, ინდივიდების თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ურყევ დაცვას გულისხმობს, თუ მათ ოდესმე რაიმე დაემუქრება“ - წერს სოფიო ქაცარავა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აღებული ვალდებულება სრულად აქვს გააზრებული:

"ჩვენ მოვახერხეთ გაერთიანებული სამეფოდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა მეგობარი სახელმწიფოებიდან საუკეთესო პრაქტიკის ჩვენეული ვერსიების დაგვენერგა. ბრიტანეთის უნიკალური ნაზავია ძლიერი და ანგარიშვალდებული საპარლამენტო დემოკრატია, რაც ასევე გულისხმობს სამართლიან საგადასახადო სისტემას და თავისუფალ ვაჭრობას. ეს გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს გარდაქმნაზე პასუხისმგებელი ბევრი პოლიტიკური ლიდერისთვის იქცა შთაგონების წყაროდ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S