საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა
07/05/2020 06:24:30 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი თურქეთში დაიღუპა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 131 744 ინფიცირებული, 3584 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 2 127 ინფიცირებული, 28 გარდაცვლილი
- სომხეთი: 2 782 ინფიცირებული, 40 გარდაცვლილი
- რუსეთი: 165 929 ინფიცირებული, 1 537 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 265 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 820 000–ს გადააჭარბა, 1 304 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


