Accentnews.ge
4–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

4–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

07/05/2020 06:02:02 მსოფლიო

4–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 1 284 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ ეს მაჩვენებელი 947 იყო, ხოლო 5 მაისს – 680.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევებმა მატება შემზღუდავი ზომების შემსუბუქების შემდეგ დაიწყო, თუმცა 4 დღის შემდეგ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა კვლავ შემცირდა.

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში Covid-19–მა 7275 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 168 162, გამოჯანმრთელებულია 139 900.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ძალაში 5 ივნისამდე დარჩება, თუმცა კარანტინის რეჟიმი ეტაპობრივად შემსუბუქდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S