Accentnews.ge
პანდემიის გამო პოლონეთმა 10 მაისისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გადადო

პანდემიის გამო პოლონეთმა 10 მაისისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გადადო

07/05/2020 05:55:48 მსოფლიო

პანდემიის გამო პოლონეთმა 10 მაისისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გადადო. ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ცნობისათვის: არჩევნების გადადების თავიდან ასაცილებლად პოლონეთის მმართველ პარტიას სურდა, საპრეზიდენტო არჩევნები ამომრჩევლებს ხმა ფოსტის მეშვეობით მიეცათ, თუმცა აღნიშნული ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, პოლონეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 14 740 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 733 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 4 655.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S