ევროკომისია: კორონავირუსი ევროპას ბოლო 90 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე რეცესიას მოუტანს
06/05/2020 19:18:25 მსოფლიო
ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა 2020 წლის შედეგებით, მშპ-ის რეკორდული 7,5%-ით შემცირდება, - აცხადებს ევროკომისია.
კორონავირუსი ევროპას ბოლო 90 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე რეცესიას მოუტანს, - თვლიან ევროექსპერტები.
ყველაზე უარესი პროგნოზი კეთდება საბერძნეთის ეკონომიკისთვის, სადაც წლიური 9,75%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი. ცუდია ასევე პროგნოზები იტალიის, ესპანეთისა და ხორვატიის ეკონომიკებისათვის. უმუშევრობამ ევროკომისიის გათვლით, წლის განმავლობაში 7,5-დან 9,5%-მდე გაიზრდება. 8,3%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი ბრიტანეთში, რომელიც ევროკავშირს ტოვებს.
ევროკომისიის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკა სწრაფ ზრდას დაიწყებს, თუმცა არასაკმარისად, რომ ამჟამინდელი ვარდნა სრულად კომპენსირდეს. მანამდე გლობალური რეცესიის პროგნოზით გამოვიდა საერთაშორისო სავალუტ ფონდი. მისი გათვლით, ვარდნა ევროპაში 7,5%-ს გაუტოლდება, რუსეთის ეკონომიკა წელს 5,5%-ით შემცირდება, ბელარუსის – 6-ით, უკრაინის - 7,7-ით.


