პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
06/05/2020 19:07:26 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობის დადებითი შეფასება ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემული, - იუწყება მოქალაქეთა სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით სოციოლოგიურ კვლევათა ორგანიზაცია "Левада-центра".
მისივე ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერის საქმიანობას დადებითად რესპონდენტების 59 % აფასებს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლია მისი მმართველობის 20 წლის განმავლობაში. ბოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 61% 2013 წლის შემოდგომაზე იყო დაფიქსირებული. მიმდინარე წლის მარტში კი პუტინის საქმიანობას დადებითად რესპონდენტების 63 % აფასებდა. უარყოფითად აფასებს პუტინის საქმიანობას გამოკითხულთა 33%.
"Левада-центр"-ი გამოკითხვას 24-დან 27 აპრილის პერიოდში ატარებდა. მასში 1608 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. COVID-19-ის ეპიდემიის გამო კვლევა დისტანციურად წარმოებდა.


