ჯანმო: კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია
06/05/2020 19:02:48 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, თუ ქვეყნები შეზღუდვების გაუქმების დროს ფრთხილად არ იმოქმედებენ, შესაძლოა, კარანტინის დაწესება ხელმეორედ მოუწიოთ.
მან ჩამოთვალა ის ზომები, რომლებიც ქვეყნებმა კარანტინის რეჟიმის შემსუბუქებამდე უნდა მიიღონ. მათ შორის გებრეიესუსმა ახსენა ინფიცირებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების კონტროლის სისტემის დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის მომზადება.
„კარანტინის რეჟიმის დაბრუნების საფრთხე რეალურია, თუ ქვეყნები ვერ შეძლებენ გარდამავალ პერიოდში ფრთხილად მოქმედებას და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას“ – განაცხადა გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე.


