Accentnews.ge
ალავერდაშვილი: „ბანკებისთვის ფულის გადახდას ერთი წლის განმავლობაში ვერ შევძლებთ"

ალავერდაშვილი: „ბანკებისთვის ფულის გადახდას ერთი წლის განმავლობაში ვერ შევძლებთ"

06/05/2020 18:07:34 ეკონომიკა

ტურიზმის სექტორი ბანკებისგან სესხების 1 წლით გადავადებას ითხოვს. კომპანიების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები საფინანსო სექტორთან.

როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ე.წ. ჰორეკა სექტორის სესხების მოცულობა 4.5 მილიარდი ლარია. აქედან 1.5 მილიარდი ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებზე მოდის, დანარჩენი კი – იურიდიულ პირებზე.

„არის წინაპირობა რომ სექტორი სრულად გაკოტრდეს. შემდეგი წლის მაისამდე ტურიზმის სექტორი მხოლოდ გადარჩენის რეჟიმში იმუშავებს. სავარაუდოდ, ერთი თვე გაიწელება ბანკებთან ოქროს შუალედისთვის ბრძოლა. გვსურს, გამოსავალი ერთად ვიპოვოთ, ისე რომ არც საბანკო სექტორი გაკოტრდეს და ჩვენც გადავრჩეთ. შემდეგი წლის ივნისამდე ჩვენი სექტორი ბანკებისთვის ფულის გადახდას ვერ მოახერხებს.

სექტორს ოფიციალურად 3 მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული, ამას ემატება ფიზიკური პირების 1.5 მილიარდის მოცულობის სესხი. ამ სესხის მომსახურებას 1 წელში 140 მლნ დოალრის თანხა დასჭირდება. შევეცდებით სახლემწიფოსთან შეთანხმებით, დონორებისგან ვიშოვოთ ეს თანხა. 140 მლნ დოლარი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რის საფუძველზეც შეგვეძლება ბანკებს დაველაპარაკოთ რომ სესხებმა 1 წლით გადაიწიოს“, - ამბობს ალავერდაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დააანონსა, მთავრობა ტურიზმის სექტორისთვის ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S