Accentnews.ge
უკრანაში პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

უკრანაში პირი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

06/05/2020 17:37:50 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით პირი დააკავა.

როგორც უშიშროების სამსახური იუწყება, მოქალაქეს გამოძიება რუსეთის სასარგებლოდ „თანამედროვე სარაკეტო სისტემის“ შესახებ მონაცემების შეგროვებას ედავება.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის რეგიონში მცხოვრები პირი 6 მაისს დააკავეს, როცა ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისთვის უკრაინული სისტემის „საიდუმლო ტექნიკური დოკუმენტაციის“ გადაცემას ცდილობდა.

გამოძიების ცნობით, დაკავებული უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებს გასაიდუმლოებული ინფორმაციის სანაცვლოდ ნაღდ ფულს სთავაზობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S