Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნები ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან

ბალტიის ქვეყნები ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან

06/05/2020 16:07:47 მსოფლიო

ბალტიის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა 15 მაისიდან ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან. ამის შესახებ "როიტერი" ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინსზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წარმატებული შეკავების შემდეგ, სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილება აღდგება. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ.

როგორც პრემიერმა აცხადებს, სამივე ქვეყანამ შეაკავა კორონავირუსის გავრცელება და ისინი ერთმანეთის ჯანდაცვის სისტემებს ენდობიან.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლატვიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, ესტონეთში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ხუთი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S