
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა, არიან დაშავებულები
11/06/2019 13:35:08 სხვა, სამართალი
წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მე-14 კილომეტრზე მომხდარი ავტოავარიის დროს. არსებული ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა ბარიერი გაარღვია და გზის გამყოფ ზოლზე ავარდა.
ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა და სახის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.