Accentnews.ge
მედია: „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების აღდგენას 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გეგმავს

მედია: „თურქეთის ავიახაზები“ ფრენების აღდგენას 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში გეგმავს

06/05/2020 09:05:25 მსოფლიო, ეკონომიკა

„თურქეთის ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს, - ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

ამავე წყაროს ცნობით, ივნისიდან ფრენები 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განახლდება. საქართველოს გარდა საუბარია კანადაზე, ყაზახეთზე, ავღანეთზე, იაპონიაზე, ჩინეთზე, სამხრეთ კორეაზე, სინგაპურზე, დანიაზე, შვედეთზე, გერმანიაზე, ნორვეგიაზე, ავსტრიაზე, ნიდერლანდებზე,ბელგიაზე, ბელორუსიაზე, ისრაელზე, ქუვეითსა და ლიბანზე.

„ანადოლუ“ წერს, რომ თავდაპირველად „თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 75 რეისს განახორციელებს. ივლისსა და აგვისტოში კი როგორც ფრენების სიხშირე გაიზრდება.

შეგახსენებთ, „თურქეთის ავიახაზებმა“ ფრენები 28 მაისამდე შეწყვიტა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S