Accentnews.ge
რა პირობით მიიღო მთავრობამ IMF-ის დაფინანსება

რა პირობით მიიღო მთავრობამ IMF-ის დაფინანსება

06/05/2020 08:52:43 ეკონომიკა

გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობები, რომელთა დაცვასაც საქართველო გეგმავს. ერთ-ერთი პუნქტი ამ პირობებს შორის “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე იქნება შეზღუდული.

“საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა უკვე ერთ წელზე მეტია, რაც “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა და მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის მთავრობისთვის გადაცემა განიხილება.

გარდა ამისა, მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ 2020 წლისთვის დასრულდება მუშაობა პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შემუშავებაზე და შედეგად პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს პერიოდში უნდა წარედგინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S