
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა
05/05/2020 14:32:38 რეგიონები
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ საკუთარი ძალებით ერთი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა დანარჩენებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.
შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.