შვედეთში Covid-19–ის შემთხვევა სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ნოემბერში დაფიქსირდა
05/05/2020 13:52:30 მსოფლიო
შვედეთში Covid-19–ის შემთხვევა სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ნოემბერში დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა განაცხადა.
„საერთოდ არ არის გასაკვირი საფრანგეთის შემთხვევა. არ გამოვრიცხავ, რომ Covid-19 შვედეთში ჯერ კიდევ ნოემბერში დაფიქსირდა. შესაძლოა, დაავადება იმ პირებს ჰქონდათ, რომლებიც ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ტეგნელმა საინფორმაციო სააგენტო „TT“–სთან საუბრისას.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთში COVID-19–ით ინფიცირების შემთხვევა ჯერ კიდევ 27 დეკემბერს დაფიქსირდა. დღემდე არსებული ინფორმაციით, ითვლებოდა, რომ საფრანგეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა იანვარში გამოვლინდა.


