
ვის გადაურიცხა სახელმწიფომ 5 მილიონამდე ლარი
05/05/2020 13:11:20 პოლიტიკა, ეკონომიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, სახელმწიფომ 5-მილიონ ლარამდე შესყიდვების ხელშეკრულებები სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების“ შემწირველებთან გააფორმა.
„სამინისტრომ 1.23 მილიონლარიანი ხელშეკრულება გააფორმა და მეტი სამშრიანი პირბადე შეიძინა ძვირიანი მიმწოდებლისგან, ვიდრე უფრო იაფიანისგან.
520,000 ლარის სამედიცინო პროდუქციაზე შეკვეთა აიღო სამშენებლო მასალების გამყიდველმა კომპანიამ, რადგან იმავე დამფუძნებლის კუთვნილი სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია “შავ სიაშია”.
2012-2018 წლებში, სახელმწიფოს მიერ ტენდერის გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 8 მილიარდ ლარს აღწევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.