
თბილისში ავტომანქანა ხუთ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა
11/06/2019 12:35:55 სხვა, სამართალი
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ავტომანქანა ხუთ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მძღოლმა, რომელიც მოძრავ ავტომობილს მართავდა.
ბარნოვის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.