Accentnews.ge
უფლებადამცველთა ჯგუფი: ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასჯის 323 ადგილი არსებობს

უფლებადამცველთა ჯგუფი: ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასჯის 323 ადგილი არსებობს

11/06/2019 12:03:14 სხვა, მსოფლიო

უფლებადამცველთა ჯგუფის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასჯის 323 ადგილი არსებობს.

მათივე ინფორმაციით, ასეთი ადგილები მდინარის ნაპირზე, მინდვრებზე, გორაკებზე, ბაზრობებთან და სკოლის ტერიტორიებზე მდებარეობს. გამოიყენებენ სიკვდილით დასჯის სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის – ჩამოხრჩობასა და დახვრეტას. 

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, მოსახლეობას, მათ შორის სიკვდილმისჯილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აიძულებენ, სიკვდილით საჯარო დასჯის ცერემონიას დაესწრონ.

ყოველ ასეთ სადამსჯელო ღონისძიებას ასობით ადამიანი ესწრება. მსგავსი ქმედებების მიზნად „უბრალო მოკვდავებში შიშის კულტურის დანერგვა“ სახელდება.  

არსებული ინფორმაციით, სიკვდილით საჯაროდ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბიძაც დასაჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S