Accentnews.ge
მოქალაქეებს გაუქმებული ბილეთების საფასურის დაბრუნება ფრენების აღდგენიდან ორი თვის შემდეგ შეეძლებათ

მოქალაქეებს გაუქმებული ბილეთების საფასურის დაბრუნება ფრენების აღდგენიდან ორი თვის შემდეგ შეეძლებათ

04/05/2020 12:39:43 ეკონომიკა

მოქალაქეებს უფლება აქვთ, გამოუყენებელი ბილეთების ფასის ანაზღაურება ფრენების აღდგენიდან ორი თვის შემდეგ მოითხოვონ,– ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ისაუბრა.

“მგზავრსუფლებაექნება, მოითხოვოს მგზავრობის თარიღის შეცვლა თავისი სურვილის მიხედვით, ან მოსთხოვოს ავიაკომპანიას, გამოუყენებელი ბილეთის ფასის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების განახლებიდან 2 თვის შემდეგ”,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ამ რეგულაციაზე, არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მუშაობს.

"ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ დავალება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისგან, რომ განგვეხილა ეს საკითხი. მოგეხსენებათ, საავიაციო სექტორი უმძიმესი დარტყმის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი ავიაკომპანია გაკოტრების წინაშე დადგა და ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მათი ნაკისრი ვალდებულებები მგზავრების წინაშე.

მაგალითად, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით გაუქმებულ ფრენაზე ავიაკომპანია ვალდებული იყო მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა თარიღის შეცვლა ან ავიაბილეთის ფასის ანაზღაურება და პლიუს ამას დამატებით გადაეხადა კომპენსაცია, ცვლილებების შემდეგ ავიაკომპანიას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეხსნება. უბრალოდ მათ შეეძლებათ მხოლოდ ავიაბილეთის საფასურის უკან დაბრუნება”,-ამბობს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S