
პროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად იმატა
04/05/2020 12:34:28 ეკონომიკა
საქსტატის მონაცემები, წლიური ინფლაციის დონემ, რომელიც 6.9 %ს შეადგენს, ფასები 16.1%-ით გაზარდა.
ფასები მომატებულია ხილზე (45%-ით), რძის ნაწარმზე (23%-ით), ხორცპროდუქტები გაძვირდა 15%-ით, პურპროდუქტებზე კი შეინიშნება ცვლილება + 8.4%-ით. გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციაზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო:
"ფასების მატება ხილზე, რძის ნაწარმზე და ტკბილეულზე მკვეთრად შეინიშნება. ფასები გაზრდილია თევზეულზე და სხვა სახის ხორცზეც. პანდემიამ, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა ფასებზე, თუმცა ამ ეტაპზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება გვიჭირს თუ როდის შეიძლება დასტაბილურდეს ფასები".