
ბიზნესები, რომლებიც 5 მაისიდან შეძლებენ მუშაობის განახლებას
04/05/2020 07:20:35 ეკონომიკა
5 მაისიდან გაიცემა ნებართვები, რათა მუშაობა განაახლოს სამუშაო სექტორში მომუშავე ყველა კომპანამ და იმ კომპანიებმა, რომლებიც სამშენებლო მასალების წარმოებას ახორციელებენ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მუშაობის განახლების შესაძლებლობა ასევე ექნებათ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან სამშენებლო ბიზნესთან და ნებადართული იქნება ავტოსარემონტო დაწესებულებების მუშაობაც.
"ეს კრიკტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის გადაზიდვებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი და კომოანიებს, რომლებსაც მუშაობის უფლება მიეცათ, რეგულარულად შეამოწმებენ.
მან ბიზნესმენებს მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ამასთან, ხვალიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება ბათუმსა და ქუთაისში. საუბარია ქალაქში შესვლისა და ქალაქიდან გამოსვლის უფლებაზე. აღნიშნული შეზღუდვები ძალაში რჩება თბილისსა და რუსთავში.