აშშ-ის FDA-მ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა
01/05/2020 20:10:40 მსოფლიო
აშშ–ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
კომპანია "Gilead"–ის განცხადებით, მაისის ბოლომდე დაახლოებით, 140 000 კოვიდინფიცირებულისთვის საჭირო „რემდესივირის“ რაოდენობა იქნება მზად.
„Gilead აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა „რემდესივირის“ წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდეს. ვგეგმავთ, წლის ბოლომდე დაახლოებით მილიონი დოზა ვაწარმოოთ, 2021 წელს კი – რამდენიმე მილიონი", – აცხადებენ კომპანიაში.
კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „Gilead“–ის მიერ თავის დროზე „ებოლას“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი „რემდესივირი" 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.


